2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"ამა წლის 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღიარებული მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე მიიღო, დალოცა იგი და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წასვლამდე მომღერალი წლების განმავლობაში ხშირად მონაწილეობდა საპატრიარქოში გამართულ კულტურულ ღონისძიებებში და ამჟამადაც სამშობლოში ყოფნისას კვლავ ეწვია მის უწმინდესობას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.