რა ვიდეო გამოაქვეყნა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ბიჭმა, რომელიც ცოლმა მოკლა
1755978946
ზაჰესის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
„ზაჰესის დასახლებაში, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდზე გეგმური სამუშაოები იწყება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია განხორციელდება და დაზიანებული ფრაგმენტები აღდგება.
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 21 მარტის 23:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ ზოლში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.