„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობს. მშობლები შიო მესამეს საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ.
"4 მშობელი ვიღებთ ამ შეხვედრაში მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა იმედს გვაძლევს და მინდა ასე მჯეროდეს, რომ პატრიარქი ჩვენი შვილების საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ შეხვედრიდან ძალიან გახარებულები გამოვალთ. ვისაუბროთ 4 მედიკამენტზე, ოთხივე მედიკამენტი საჭირო და აუცილებელია, იმიტომ რომ ეს დაავადება იმდენად რთულია, რომ ყველა ბავშვი სხვადასხვა მუტაციის მატარებელია. ამიტომ, ერთი მედიკამენტით ყველა ამ ბავშვს ვერ ვიხსნით." - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა მშობელმა, რომელმაც იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რომეილც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს აქვთ.
"ჩვენ გვაქვს მინიმუმ სამი მოთხოვნა. პირველი, ეს არის სახელმწიფოსთან შუამდგომლობა წამლების თაობაზე, მეორე, ეს არის ერთიანი ფონდის შექმნა, სადაც თანხები ჩაირიცხება სხვადასხვა წყაროებიდან და მესამე ეს არის განსაკუთრებით პრობლემურ ბავშვებთან დაკავშირებული დახმარება. ჩვენ, ასევე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ სრულწლოვანებზე. როდესაც ბავშვი ხდება 19 წლის, სწორედ მას სჭირდება ყველაზე უფრო მეტი ყურადღება, ვინაიდან, მას ეწყება ყველაზე მეტი პრობლემები," - ამბობს მშობელი.