საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს... - რა უნდა იცოდეთ
1780865182
ბრიტანელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც თევზს კვირაში სულ მცირე ორჯერ მიირთმევენ, უფრო კომუნიკაბელურნი, კეთილგანწყობილნი და ახალი აქტივობების მიმართ უფრო გახსნილნი არიან.
ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თითქმის 6 000 ბავშვის მონაცემი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თევზის არასაკმარისი მოხმარება ქცევითი პრობლემების გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული. კვლევის მიხედვით, ბავშვებში, რომლებიც საერთოდ არ ჭამენ თევზს, ასაკისთვის შეუფერებელი ქცევითი თავისებურებები მნიშვნელოვნად უფრო ხშირად ფიქსირდება.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, D ვიტამინით, იოდით, სელენითა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით, რომლებიც ტვინის განვითარებასა და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, ბავშვის რაციონში კვირაში მინიმუმ ორი ულუფა თევზი შეიტანონ, რომელთაგან ერთი ცხიმიანი სახეობის — მაგალითად, ორაგულის, სკუმბრიის ან სარდინის — უნდა იყოს.
მკვლევრების შეფასებით, თევზის რეგულარული მოხმარება არა მხოლოდ გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალერგიის, ასთმისა და ბავშვთა სიმსუქნის რისკებს.