სინოპტიკოსების გაფრთხილება - უახლოეს დღეებში ზოგან ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი
1782157410
მდინარეში დაღუპული 8 წლის ინგუში ბავშვის ცხედრის პოვნის შემდეგ, 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
19 წლის მოხალისე დაღესტნიდან იყო.
ცნობისთვის, ტრაგედია 2026 წლის 15 ივნისს, ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში მოხდა.
ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი ძლიერი დინების გამო წყალში ჩავარდა და ტოტს ჩაეჭიდა.
რვა წლის ხიზირმა არც ერთი წამი არ დააყოვნა და უფროსების მოსვლას არ დაელოდა - მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შევიდა.
მან მოახერხა მეგობრის დახმარება და მისი გადარჩენა, რომელიც მოგვიანებით უფროსებმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.