პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779652475
საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. რუსთაველის გამზირზე გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. წელს 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.
26 მაისს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები ფიცს საზეიმო ვითარებაში თბილისსა და კიდევ თორმეტ ისტორიულ ლოკაციაზე დადებენ.
დედაქალაქსა და საქართველოს 20 ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა, საზეიმო ღონისძიების პირველ ნაწილს, ტრადიციულად, ავიაციის გადაფრენა დაასრულებს.
მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით, რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ისაუბრა:
"უკვე დიდი ხანია მზადყოფნაში ვართ. რეპეტიციები 12-ვე რეგიონში, რამდენჯერმე იქნა ჩატარებული. ერთადერთი, გვინდა, რომ ამინდი იყოს კარგი. საოცარი ხედები იშლება უშგულიდან, სნოდან, კონჭკათიდან, ფოკადან, გონიოდან, მარტვილიდან, ბოდბედან - ყველგან. მაყურებელი დატკბება იმ საოცარი სილამაზით, როგორც ჩვენ ვტკბებოდით მზადების პერიოდში. საოცარი ადგილებია, ყველაფრით, სილამაზით, არქიტექტურით, სულიერებით, თუ ისტორიული მნიშვნელობით," - განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.