პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779652475
კალიფორნიაში ტოქსიკური ქიმიკატების რეზერვუარის აფეთქების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 22 მაისს ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე ქალაქ გარდენ-გროუვის 50 000 მცხოვრებს სახლების დატოვება უბრძანეს. მას შემდეგ ავარიული ბრიგადები პოტენციურ კატასტროფას ებრძვიან - კომპანია GKN Aerospace-ის საწარმოში არსებული რეზერვუარის აფეთქების საფრთხეს, რომელიც 26 000 ლიტრ მეთილმეტაკრილატს შეიცავს.
გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლი ზელდინმა მედიას განუცხადა, რომ „ყველაზე კატასტროფული სცენარი“ იქნებოდა ერთი რეზერვუარის აფეთქება, რაც ჯაჭვური რეაქციით მეზობელი ავზების აფეთქებასაც გამოიწვევდა. „სწორედ ამიტომ გამოცხადდა ასეთი მასშტაბური ევაკუაცია“, - განმარტა მან.
23 მაისს მეხანძრეებმა შეძლეს სახიფათო რეზერვუართან მიახლოება და მასზე ბზარი აღმოაჩინეს. ორინჯის ოლქის სახანძრო სამსახურში განმარტეს, რომ ეს კარგი ამბავია, რადგან დაზიანება, შესაძლოა ხელს უწყობს შიდა წნევის ნაწილობრივ შემცირებას.
GKN Aerospace-ის საწარმოდან 5 კილომეტრში მდებარეობს დისნეილენდი - ამ დროისთვის ის ვიზიტორებისთვის ღია რჩება.