მადლობა, სულ და მუდამ - „ფაბრიკა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

„ფაბრიკა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველომ ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნესმენი და ადამიანი დაკარგა. 56 წლის ასაკში გარდაიცვალა „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი, თემურ უგულავა. ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება არაერთი პროექტი - Rooms-ის სასტუმროები თბილისში, ყაზბეგში, კოხტასა და ბათუმში, სასტუმრო „სტამბა“, „ლოლიტა“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, „უდაბნო“ და სხვა ბიზნეს-ობიექტები.

სამძიმრის წერილს ავრცელებს მულტიფუნქციური სივრცე „ფაბრიკა“ და ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„ფაბრიკას“ თითოეულ რეზიდენტს, თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ მეგობარს და მცხოვრებს ძალიან გვიჭირს საკმარისი სიტყვების თქმა, საკმარისი მადლიერების გამოხატვა ჩვენი მეგობრის, გულშემატკივრისა და „ფაბრიკას“ შემოქმედის მიმართ.

თემური იყო და არის ადამიანი, რომელიც ჩვენს ყველა წამოწყებას, ყველა იდეას, ყველა ახირებას იზიარებდა.

მეგობარი, რომელიც ჩვენი თავბრუდამხვევი ყოველდღიურობის მხარდამჭერი და თანამონაწილე იყო. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ყველა მეგობარს თუ ნაცნობს, ყველა გუნდის წევრს“, - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.