გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
2025 წელს სეს-ის მიერ გაკეთდა სტერილიზაცია-კასტრაციის 9 600 ოპერაცია და ცოფზე აიცრა ამდენივე ცხოველი. მიზანმიმართულ შეურაცხყოფის კამპანიას სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებიც თვითონ ფლობენ კერძო თავშესაფარს, ვეტ კლინიკას. მოგიწოდებთ! თავი დაანებეთ მიზანმიმართულად ორკესტრირებულ სიძულვილის კამპანიას, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონული სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.
ის მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
„საქართველოში 2021 წლიდან ფუნქციონირებს მიუსაფარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის ორი რეგიონული სააგენტო.
კახეთის რეგიონულმა სააგენტომ 2021-2025 წწ. პერიოდში ჩაატარა სტერილიზაცია-კასტრაციის 19 731 ოპერაცია და ცოფზე აცრა ამდენივე ცხოველი.
შიდა ქართლის რეგიონულმა სააგენტომ ამავე პერიოდში ჩაატარა სტერილიზაცია-კასტრაციის 11 115 ოპერაცია და ცოფზე აცრა ამდენივე ცხოველი.
ვდგავარ ორივე რეგიონული სააგენტოს შექმნის სათავეებთან. სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომები დეპონირებულია „საქპატენტში“, დაცულია საავტორო უფლება და ნაშრომი უსასყიდლოდ გადაეცა რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებს.
2025 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, კახეთის, იმერეთის, აჭარის ა/რ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული სამთავრობო საპილოტე პროგრამის ფარგლებში გაკეთდა სტერილიზაცია-კასტრაციის 9 600 ოპერაცია და ცოფზე აიცრა ამდენივე ცხოველი.
შეგახსენებთ, რომ დადასტურებული სტატისტიკით, 5 წელიწადში, უკონტროლო პოპულაციის პირობებში, მიუსაფარი ძაღლის ერთი წყვილი იძლევა 12 288 ერთეულ ნაყარს.
ამ ციფრების შედარებით მკითხველი ადვილად მიხვდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ სააგენტოების მუშაობას და რა ეფექტს მოგვცემს 2025 წლის საპილოტე პროგრამა.
ორივე სააგენტოს ოპერირება გახსნის დღიდან და 2025 წელს სეს-ის მიერ ჩატარებული საპილოტე პროგრამა მიმდინარეობდა ფაქტებს მოკლებული, მიზანმიმართული შეურაცხყოფის კამპანიის ფონზე.
ამ კამპანიას სათავეში უდგას ადამიანები, რომლებიც თვითონ ფლობენ კერძო თავშესაფარს, ვეტ კლინიკას, პროფილურ სხვა ობიექტებს, ან დგანან მათ უკან.
ანალოგიური კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა მიმდინარე დღეებშიც. მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს სააგენტოების კოლექტივის და პირადი, ასევე მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა.
ჩემთვის დაზუსტებულად ცნობილია ამ კამპანიის მიზანი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მათ მიზანს განხორციელება არ უწერია.
ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ:
თავი დაანებეთ მიზანმიმართულად ორკესტრირებულ სიძულვილის კამპანიას.
ჯანსაღი, არგუმენტირებული კრიტიკა მისაღები და აუცილებელია. თქვენს მიერ წარმოებული ლანძღვა გინება-არა. ვერ წამაკითხებთ, არ არსებობს ამის თმენის ვალდებულება“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.