გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
ეს პიროვნება უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებული არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში, საერთოდ არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სიმონ ჯანაშიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და წინა ხაზზე ძალადობდნენ მის მიერ წაქეზებული ადამიანები, რომლების შემდეგ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებებში.
„ამ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა კომპლექსი. თქვენ კადრებიც ნახეთ, რომ ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და წინა ხაზზე ძალადობდნენ მის მიერ წაქეზებული ადამიანები, რომლების შემდეგ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებებში, რაც არის ტრაგედია. ახალგაზრდები არიან ციხეში იმის გამო, რომ სწორედ ასეთმა ავანტიურისტებმა წააქეზეს ისინი ძალადობისა და დანაშაულის ჩადენისკენ. სამწუხაროდ, დანაშაული იქნა ჩადენილი, რასაც დაუპირისპირდა სასჯელი. რაც შეეხებათ ამ ავანტიურისტებს, კონკრეტულად ამ პიროვნებას, რომელიც უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მისი პარტია აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი მოკალათებული არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში.
მე შეგახსენებთ მათ კამპანიას – ისინი ცდილობდნენ, დაეჯერებინათ ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომ თუ ეკა გიგაურს მოუწევდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროში, მეორე დღეს გაიღვიძებდნენ ჩელიაბინსკში. ასეთ დონეზე ცდილობდნენ ისინი, მოეტყუებინათ ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდები. ასეთი ფორმით ახალისებდნენ ისინი ძალადობრივ ქმედებებს და დანაშაულებს, რომლებიც იქნა ჩადენილი. მათ აქვთ კომპლექსი, ახლა თვითონ არიან თბილად, მაშინ, როდესაც მათ მიერ წაქეზებული ახალგაზრდები სხედან ციხეში და ეს კომპლექსები ალაპარაკებდა მას“, – განაცხადა პრემიერმა.