კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით მის სახლ-მუზეუმში ღონისძიებები მიმდინარეობს

კონსტანტინე გამსახურდია

დღეს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. წელს მისი დაბადებიდან 135 წელი შესრულდა.

ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსხურდიას სახლმუზეუმში ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამოიფინა უიშვიათესი ექსპონატები, რომელიც მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხებოდა. სახლ-მუზეუმის ეზოში, სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობს, რომელსაც საღამოს ანსამბლი "დიდგორი" დახურავს.

ღონისძებას მწერლის ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.