„ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი...“ - რა ხდება ამ წუთებში მეტროსადგურ „სამგორში“
1778790858
Amazon-ი ხმოვანი ასისტენტი Alexa-ს მომხმარებლებისთვის სიახლეს ნერგავს, კომპანიამ გამოიყენა ხმის სინთეზის ტექნოლოგია, რათა Alexa-მ გარდაცვლილი ადამიანების ხმით ისაუბროს, - ამის შესახებ Mirror-ი წერს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ეს საშუალებას მისცემს ადამიანებს, კოვიდპანდემიისას დაკარგულ ახლობლებთან სიახლოვე იგრძნონ. ახალი ტექნოლოგია მომხმარებლებისთვის ახლო მომავალში დაინერგება.
Amazon-მა სიახლე ლას-ვეგასში გამართულ მორიგ კონფერენციაზე გაასაჯაროვა.
Alexa-ს გარდაცვლილი ახლობლის ხმით ასალაპარაკებლად, 1 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის მაღალი ხარისხის აუდიოჩანაწერიც საკმარისი იქნება.