ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა დასჯადია და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევს ჯარიმის სახით 1500 ლარისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც შეიძლება მოუწიოს.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
"მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას,“ - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.