„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ისრაელში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ისრაელის საემიგრაციო იზოლატორიდან გაქცევა კედელში არსებული ხვრელით სცადა.
არსებული ცნობით, შემთხვევა „ბენ გურიონის“ აეროპორტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოხდა. ქართველი ემიგრანტი იზოლატორში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო მოთავსებული.
ოფიციალური უწყების ცნობით, ქართველმა ემიგრანტმა კედელზე ხვრელი აღმოაჩინა და გვირაბის გათხრა თანამესაკნესთან ერთად დაიწყო.
საქართველოს მოქალაქეს ბრალდება გაქცევის მცდელობის ორგანიზებისთვის აქვს წარდგენილი. თანამესაკნეების დეპორტირება კი მოლდოვაში მოხდა.