ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პარიზის მთავარ პროკურორს ჯილეს შარბონიერს შეხვდა.
შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და კოორდინაციის მექანიზმებზე ისაუბრეს.
პარიზის მთავარი პროკურორი ჯილეს შარბონიერი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მასპინძლობს.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775503379
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264