ინსულინრეზისტენტობა: ვინ არის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ - ზაზა თელიას რჩევები

ზაზა თელია

ინსულინრეზისტენტობა: ვინ არის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში,- ამ თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ზაზა თელია საუბრობს.

"ინსულინრეზისტენტობა თანამედროვეობის პრობლემაა მთელს მსოფლიოში.ასოცირებულია გარკვეულწილად წონასთან. ეს არის მდგომარეობა, როცა სხეულის უჯრედები, კუნთების, ღვიძლის, ვეღარ რეაგირებენ ინსულინზე და უჭირთ სისხლიდან გლუკოზის ათვისება. ინსულინი არის სისხლში შაქრის მაკონტროლებელი, რომ არ წავიდეს ან ძალიან ზევით ან ქვემოთ. დაავადებად ითვლება ინსულინ-რეზისტენტობა თუმცა მასთან გამკლავება შესაძლებელია. ის გამოიყოფა პანკრეასში, ანუ კუჭუკანა ჯირკვალში. ამ გვაქვს ჰიპერ-ინსულინები ამ დროს ორგანიზმში.

ნიშნები და სიმპტომები: ხშირ შემთხვევაში, დასაწყისში შეიძლება სრულიად უსიმპტომო იყოს. შეიძლება საერთოდ არაფერი არ აწუხებდეს ადამიანს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის აბდომინური სიმსუქნე.ცხიმის ჩალაგება მუცლის არეში. ასევე კანის ჰიპერტენზია და გასქელება. ახასიათებს პაპილომები. კისრისა და იღლიის არეში. მუდმივი შიმშილის გრძნობა. მსუქანი ადამიანების 95% ინსულინ-რეზისტენტია. არტერიულ ჰიპერტენზიამდეც მივყავართ. თირკმელი აკავებს ნატრიუმს. ზუსტად ეს მექანიზმია აქ. ქალებში ინსულინ- რეზისტენტობა ასოცირებულია პოლი-ენდოკრინულ მეტაბოლურ საკვერცხის სინდრომთან. აქ ერთვება საკვერცხისმიერი პრობლემებიც“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.