„იმუნიტეტი იწყება თეფშიდან“ - ჯანდაცვის ექსპერტის საყურადღებო რჩევა

ბოსტნეული

სოციალურ ქსელებში ხშირად ვხედავთ სურათებსა და სიებს „იმუნიტეტის გამაძლიერებელი პროდუქტების“ შესახებ. იდეა სწორია, მაგრამ საჭიროა ზუსტი განმარტება: არცერთი პროდუქტი ერთადერთი ჯადოსნური დაცვა არ არის,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს და საინტარესო ინფორმაციას უზუარებს გამომწერებს:

როგორც ფხაკაძე განმარტავს, ძლიერი იმუნური სისტემა არის მრავალფეროვანი კვების, ფიზიკური აქტივობის, ხარისხიანი ძილისა და სტრესის მართვის ერთობლივი შედეგი.

მისი თქმით, იმუნური სისტემის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების რეგულარული მოხმარება, როგორებიცაა ციტრუსები, წითელი წიწაკა, ბროკოლი, პაპაია, ნიორი, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, მუქი მწვანე
ბოსტნეული, ცოცხალი კულტურებით იოგურტი, ჯანჯაფილი, გოგრის თესლი და სოკო.

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ნამდვილად თამაშობენ მნიშვნელოვან როლს  
 

ციტრუსები
ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური უჯრედების აქტივობას და ამცირებს ინფექციების ხანგრძლივობას.

წიწაკა (განსაკუთრებით წითელი)
ვიტამინი C-ის შემცველობა ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე ციტრუსებში. ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით. 

ბროკოლი
შეიცავს ვიტამინებს A, C, E და ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც იცავენ უჯრედებს.

პაპაია
ვიტამინი C, ფოლატი და ფერმენტები ხელს უწყობს ანთების შემცირებას.

ნიორი
აქვს ანტიმიკრობული და ანტივირუსული მოქმედება, განსაკუთრებით რეგულარული მოხმარებისას.

სტაფილო
ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება ვიტამინ A-დ, რომელიც აუცილებელია ლორწოვანი გარსების დაცვისთვის.

ტკბილი კარტოფილი
ვიტამინ A-ის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო — მნიშვნელოვანია იმუნური ბარიერისთვის.

მუქი მწვანე ბოსტნეული (ისპანახი და სხვ.)
შეიცავს ფოლატს, რკინას და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმის დაცვას.

იოგურტი (ცოცხალი კულტურებით)
ჯანმრთელი ნაწლავური მიკრობიომი = ძლიერი იმუნიტეტი.

ჯანჯაფილი
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და სასარგებლო მოქმედება სასუნთქ სისტემაზე.

გოგრის თესლი
თუთიის კარგი წყარო — მინერალი, რომელიც კრიტიკულია იმუნური რეაქციისთვის.

სოკო
ზოგი სახეობა ასტიმულირებს იმუნურ პასუხს და ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას.

იმუნიტეტის „გაძლიერება“ ერთ პროდუქტზე კონცენტრირებას არ ნიშნავს – შედეგს მხოლოდ ბალანსი, მრავალფეროვნება და რეგულარული, ჯანსაღი ცხოვრების წესი იძლევა,- წერს გიორგი ფხაკაძე.