ილია მეორის წასვლა მისი საქმიანობის არა დასასრულია, არამედ ახალი საქმიანობის დასაწყისია - უწმინდესი შიო მის გზას გააგრძელებს - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

უწმინდესი შიო არის ნამდვილად ღირსეული და ყველასთვის საყვარელი. ყველამ დავინახეთ, როგორი სითბოთია და სიყვარულით სარგებლობს ეს ადამიანი ხალხში, როგორი პოზიტიური განწყობაა მთელს ერში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, შიო მესამე ილია მეორის გზას გააგრძელებს.

„უწმინდესი, ილია მეორე ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მან დატოვა დიდი სიყვარული და დიდი საქმე გაკეთებული, რომელიც მისი წასვლის შემდეგაც გრძელდება. ილია მეორის წასვლა არა დასასრულია მისი საქმიანობის, არამედ ახალი საქმიანობის დასაწყისი. უწმინდესი შიო, მის გზას გააგრძელებს“, - განაცხადა დეკანოზმა.