17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
სოფელ უჯარმაში ტრაგედია დატრიალდა. ერთი ძმა არხში მეორეს გადასარჩენად გადახტა, მაგრამ წყლიდან ამოსვლა ვერც ერთმა შეძლო და ორივე მათგანი დაიხრჩო.
16 და 20 წლის ბიჭების ცხედრები გვიან ღამით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.
ადგილობრივები მომხდარ ტრაგედიაზე ჰყვებიან.
,,პატარა ძმას ფეხი დაუცურდა და ჩავარდა. გვირაბში რომ შევიდა, დაუძახია, მიშველეო - ესეც გადახტა. ძალიან სწრაფი მდინარეა, იქ რომ ჩახვიდე, თუ პროფესიონალი არ ხარ, ვერ ამოხვალ. არხი დააშრეს და ისე იპოვეს, სიმინდებში ჰქონდა გატანილი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.