მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიხაშხოში ქვეწარმავლები მომრავლდნენ. დიდი რაოდენობით გველები სოფელში ერთ-ერთ ოჯახში იპოვეს.
ვანის მერის ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ თბილისიდან სპეციალური ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.
„ოჯახში ორი მცირეწლოვანია. გველები სახლის კედლებსა და ჭერში იყვნენ დაბუდებული. ოჯახის წევრებს ღამით შიშინი ესმოდათ. ხუთი კაცი მუშაობს ადგილზე. როდესაც მოგვმართა ოჯახმა, სარეზერვო ფონდიდან სასწრაფოდ გამოვყავით თანხა და დავეხმარეთ. სახლი გალესილი არ არის და როგორც ჩანს, ამიტომ მოხვდნენ გველები შიგნით. როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, ოჯახს სახლის გალესვაშიც დავეხმარებით,"- ამბობს ალექსანდრე გოგორიშვილი.