"გუშინ, ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი დღე იყო..." - გარდაიცვალა ცნობილი ექიმი შადიმან სახვაძე

შადიმან სახვაძე

გარდაიცვალა ცნობილი ექიმი შადიმან სახვაძე. შადიმან სახვაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი იყო.

ამასთან, იყო 50 სამეცნიერო შრომისა და ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სახელმძღვანელოს ავტორი, AOAA_ ასოციაციის, ევროპის ტრავმისა და ემერჯენს ქირურგიის ასოციაციის და საქართველოს ტრავმატოლოგ - ორთოპედთა ასოციაციის წევრი.

ღვაწმოსილი ექიმის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში შადიმან სახვაძის შვილმა დაწერა.

"გუშინ ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი და უსევდიანესი დღე იყო,  ჩემი მამიკო, რომელიც ჩემთვის ყველაფრის ეტალონი იყო აღარ მყავს 

ძალიან ძნელია, როცა მშობელს კარგავ, მაგრამ უფრო ძნელი როცა ამავდროულად საუკეთესო მეგობარსაც  
ისიც ყველამ კარგად ვიცით თუ რა ღვაწლი ჰქონდა მას ქართული მედიცინის წინაშე არა მხოლოდ როგორც გენიალურ ექიმს, არამედ როგორც ძალიან მაგარ ლექტორსა და მასწავლებელს, რომელმაც უკვე რამდენიმე თაობას გადასცა დაუნანებლად თავის ცოდნა ყველას დიდი მადლობა, ვინც ასეთ რთულ დროს გვერდში დაგვიდექით, გვამხნევებდით და გვგულშემატკივრობდით.  სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო გვერგო მის გადასარჩენად და ალბათ ასეთია ღვთის ნება. თუმცა მაინც მამხნევებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ,- დაწერა სოციალურ ქსელში ქეთუსია სახვაძემ.