ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დღეს 10:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ, სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ტრაგედიას, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, - მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი შეეწირნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი ოჯახები ასი ათას ლარს მიიღებენ.