შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გონიოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა. არსებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომობილი დაუზიანეს.
მომხდარზე გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით მიმდინარეობს.