ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლის ცხოვრებაშიც, წლის ბოლომდე, ნამდვილი სასწაული მოხდება
1765741456
ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაიცვალა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და გამორჩეული წევრი, ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მთავარი ფინანსისტი, საქართველოს მუზეუმთა ალიანსის წევრი, ჩვენი მეგობარი ქეთევან ლაგვილავა.. ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ადამიანი, რომელიც იყო პროფესიონალი, საქმეზე შეყვარებული, ერთგული მუზეუმელი.. მისი უდროოდ წასვლა არის ყველა ჩვენგანის დიდი მწუხარებისა და სევდის მიზეზი... ღმერთმა აცხონოს მისი მარადიული სული.“ - წერს გიორგი კალანდია.
