წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 187 ქვეყანაში, 1991 წლიდან ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეები აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.