1772562813
„გარდაცვალების წინა დღე იყო რთული, დედას თვალები მე დავუხუჭე“ - კახა მიქიაშვილი
მსახიობმა კახა მიქიაშვილმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში დედის შესახებ ისაუბრა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.
„დედა გარდაიცვალა სიმსივნით, ძალიან აქტიური, სხვა ენერგიის ადამიანი იყო. რაღაც ატკივდა, მივიდა და გაირკვა, რომ მძიმე ფორმის სიმსივნე აქვს. ებრძოლა, მაგრამ დამარცხდა. გარდაცვალების წინა დღე იყო რთული: უყურებ, რომ გარდაიცვლება და ვერაფერს შვები. გავედი, დავურეკე ექიმს ვკითხე - რამეს ვუშველი? მან მითხრა, რომ ვერა.
ვუყურებდი დედა როგორ კვდებოდა და ვერაფერს ვშველოდი. იმ მომენტში, მე რომ ვყოფილიყავი მსოფლიო იმპერატორი ვერ ვუშველიდი. მე დავუხუჭე დედას თვალები. რაც მიხარია, არის ის, სანამ გონს დაკარგავდა, მთხოვა მამა შალვა მიმეყვანა მასთან, აღსარება ჩააბარა მამა შალვას, ეზიარა, გაითიშა და მეორე დღეს გარდაიცვალა. ეს მომენტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე არ ვიყავი კარგი შვილი, ცივი შვილი ვიყავი. ამის მერე დავფიქრდი, რომ სიკვდილთან არაფერი ხარ. ცივი შვილი ვიყავი, არ ვაფერებინებდი, ვაბრაზებდი, თურმე დადგებოდა მომენტი, როცა ამაზე იდარდებ" - განაცხადა მსახიობმა.











