ვიქტორია მელნიჩუკი

1771003854

"თუ მამაკაცს არ უნდა, დილის 9-ზე გახვიდე სახლიდან და საღამოს მოხვიდე, მაშინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და არაფერი მოგაკლოს..." - ვიქტორია მელნიჩუკი

ვიქტორია მელნიჩუკი გავლენიანი ინფლუენსერია, რომელმაც აჭარის რეგიონს უდიდესი პოპულარიზაცია გაუწია. უკრაინული წარმოშობის გოგონა პროექტ "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებულია, რომელმაც მისი გამომწერების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. 75 დღეში მის მიერ შექმნილი კონტენტი 300-მა მილიონმა ადამიანმა ნახა, მაგრამ წარმატებას მოჰყვა მეგობრების დაკარგვაც. ვიქტორია "მადისაღმძვრელი პოდკასტის" სტუმარი იყო, სადაც მის საქმიანობაზე ისაუბრა. როგორც მან გადაცემაში განაცხადა კონტენტს მეუღლესთან გიორგისთან ერთად ქმნის. "შეიძლება ბევრი რაღაც იდეა მომდის, მაგრამ ვიდეოში აზრი სწოერად რომ იყოს გადმოცემული გიორგი ამას აკეთებს. მისი წვლილი უფრო დიდია ჩემს კონტენტში" - განაცხადა ვიქტორიამ. ინფლუენსერმა გადაცემაში ასევე, თქვა როგორ დაიწყო თანხის გამომუშავება სოციალური ქსელის მეშვეობით. თავდაპირველად ის რესტორნებში დადიოდა, კერძებს სინჯავდა და თითო რეკლამაში 300 ლარს იღებდა, პროექტში გამარჯვების შემდეგ კი გაიზარდა როგორც მისი გამომწერების რიცხვი, ასევე შემოსავალიც. "კონკურსი რომ არა მე არ ვიქნებოდი იქ სადაც ვარ ახლა. თუნდაც ადამიანების გაცნობა, აქამდე არავის ვიცნობდი. ბევრ ადამიანთან შევედი კონტაქტში. უფრო მორცხვი გავხდი... გამომწერების რიცხვის გაზრდამ ცალკე შეცვალა ჩემი ცხოვრება. როცა ხალხი მხვდება და მეუბნება რა კარგი საქმე გააკეთე აჭარისთვისო, ეს მახარებს. პროექტი როცა დავიწყე მაქსიმუმ 10 000 გამოწმერი მყავდა ტიკტოკში, ინსტაგრამზე და ფეისბუქზე საერთოდ არც მაქვს საუბარი. 300 ლარიდან დავიწყე რეკლამის გაკეთება, პირველი შეკვეთა როცა მივიღე, ვამბობდი ღმერთო, ფული გადამიხადეს, შემოსავალი გამიჩნდა-მეთქი. პროექტის დროს არ ვიღებდი რეკლამებს, რომელიც არ ჯდებოდა პროექტის თემატიკაში. 300 ლარიდან ჯერ 500 ლარამდე, შემდეგ 1000 ლარამდე გავზარდეთ თანხა, ახლა კი სადღაც 2000 ლარამდე ავედი"-განაცხადა ვიქტორიამ.ცნობილმა ინფლუენსერმა გადაცემაში სტუმრობისას მეუღლეზე გიორგი კოღუაშვილზეც ისაუბრა."ჩემი ქმარი არის ჩემი მეგობარი. ჩემი ქმარი ჩემთვის ყველაფერია. ძალიან სწრაფად ვნებდები, გიორგი რომ არ მყავდეს მილიონი საქმე მექნებოდა დაწყებული და არცერთი დამტავრებული. გიორგისთან ერთად შემიძლია წავიდე კლუბში, დასასვენებლად, საჭორაოდ და ა.შ. ამიტომ არასოდეს მიგრძვნია მეგობრების საჭიროება. ვხვდები ეს საჭიროა, მაგრამ გიორგი ყველაფერს მივსებს და თან ისე გამიცრუეს იმედები ადამიანებმა არც მჭირდება არავინ. დაც მყავს და გიორგის ოჯახიც. მე გიორგიზე თავისუფლად შემიძლია ვტქვა, გიორგი არის საოცარი ქმარი. დარწმუნებული ვარ ბევრი კაცი არ გააკეთებს იმას, რაც გიორგიმ გააკეთა ჩემთვის. თუ მამაკაცს არ უნდა შენ დილის 9-ზე გახვიდე სახლიდან და საღამოს მოხვიდე, მაშინ უნდა აიღოს თავზე პასუხისმგებლობა სამსახურიდან უნდა წამოხვიდე, დაჯდე სახლში და არაფერი არ დაგაკლოს" - განაცხადა ვიქტორიამ. 

ელენე ზურაბიშვილი

1770925080

ვინ არის ელენე ზურაბიშვილის შეყვარებული და რა აკავშირებს მას ნეიმართან

მსახიობის და ტელეწამყვანის გოგოლა კალანდაძის ქალიშვილი ელენე ზურაბიშვილი პოპულარობით სარგებლობს. რამდენიმე თვის წინ, ელენემ საკუთარი პოდკასტი She said What გააკეთა. ერთ-ერთ გადაცემაში მან სტუმრად მისი შეყვარებული გააცნო მაყურებელს. ელენე ზურაბიშვილის შეყვარებული ფეხბურთელი ნიკუშა ქუთათელაძე გახლავთ, რომელიც თავდამსხმელია და ამჯერად საქართველოში თამაშობს. ნიკუშა ქუთათელაძე 16 წლის ასაკში პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. მისით ისეთი ცნობილი პიროვნება იყო პირადად დაინტერესებული, როგორიც ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია. ქუთათელაძე 2018 წლის მიწირულს "პსჟ-დან" "ანჟიში" გადაბარგდა, თუმცა მახაჩყალურ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ის ვერ დაარეგისტრირა და შესაბამისად, ახალგაზრდა შემტევსაც ახალი კლუბის ძიება მოუხდა.ის ამჯერად ერთი სეზონით "დინამო თბილისში" თამაშობს.ქუთათელაძე ევროპაში იზრდებოდა. იგი ვარჯიშობდა პრაღის „სლავიის“, „ლილის“ და პსჟ-ს აკადემიებში, საიდანაც რუსეთში გადავიდა. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა მახაჩყალის „ანჟიში“, მოსკოვის „სპარტაკი 2“-ში და „ნიჟნი ნოვგოროდში“.თავდამსხმელი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ, ხოლო 17-წლამდე ეროვნულ გუნდში ერთი გოლი აქვს გატანილი. ნიკუშა ქუთათელაძე "პსჟ"-ს ახალგაზრდულ გუნდში ყოფნის დროს ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებთან ერთად ვარჯიშობდა, როგორიც არის ლეგენდარული ნეიმარი. ელენე ზურაბიშვილმა და ნიკუშა ქუთათელაძის წყვილმა ელენეს პოდკასტში ერთმანეთის შესახებ გულწრფელად ისაუბრეს. ელენეს კითხვაზე, რა შეიცვალა ნიკუშას ცხოვრებაში მათი შეყვარებულობის შემდეგ, ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა. "ადრე მარტო ვიყავი და ახლა ყველაფერს რასაც ვაკეთებ სულ შენზე ვფიქრობ" - მოკლედ უპასუხა ნიკუშამ ელენეს მის მიერ დასმულ კითხვაზე. ფეხბურთელმა გადაცემაში მისი ოცნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ოცნებაა საქართველოს ნაკრების მაისური ეცვას და ქვეყნის სახელით ითამაშოს. 

გოგა მანია

1770838200

მაგია არ იხსნება, ნეიტრალდება მხოლოდ ჯადო - გოგა მანია

ცნობილი მეტაფიზიკოსი გოგა მანია საზოგადოებას, კიდევ ერთხელ, აფრთხილებს. განსაკუთრებით კი, - დასავლეთ საქართველოს, თბილისის და კახეთის მოსახლეობას. გოგამ "პრაიმ ტაიმთან" მაგიის და ჯადოს განსხვავებაზეც ისაუბრა.- ხშირად ვსაუბრობ ამას წლებია, მაგია არ იხსნება, ნეიტრალდება მხოლოდ ჯადო. მაგრამ იქაც სხვადასხვა მიმართულებებია. ხშირად ამბობენ ხოლმე, რატომ ვწინასწარმეტყველებ ასე მძიმედ, მაგრამ როცა ჩემთან მოდიან, ან ეგზორციზმზე მივდივარ, თბილად ვექცევი ყველას.იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი ჯადო და უბედურება ხდება, სამყარო ზუსტად კატაკლიზმების სახით გვიბრუნებს პასუხს - ამბობს გოგა მანია.

თაკო აბაშიძე

1770756842

"მძიმე ავარიაში მოვყევი, კატასტროფული დაზიანებები მივიღე და აწყობილი ვარ მთლიანად" - ინტერვიუ თაკო აბაშიძესთან

მსახიობმა თაკო აბაშიძემ "პრაიმ ტაიმთან" მისი მშობლების შესახებ ისაუბრა. თაკოს მშობლები კორონავირუსის პანდემიის დროს ალცაიმერი დაემართათ. მათ ეს თითქმის ერთდროულად დაემართათ, მამას მოგვიანებით ინსულტი განუვითარდა და გარდაიცვალა. ალცაიმერით დაავადებულ დედას მსახიობი ახლა ძმასთან, რძალთან, შვილთან და ძმისშვილებთან ერთად ყურადღებას არ აკლებს. - ეს მართლა რთული გზა არის. რასაც ბევრი ნერვები, ემპათია და გაძლება სჭირდება. ადამიანებმა უნდა გავაცნობიეროთ რომ ისინი არიან ჩვენი ოჯახის წევრები. დედას და მამას ერთად დაეწყოთ ალცაიმერი. კორონავირუსის პანდემიის დროს, მამამ დაკარგა ბიზნესი და როდესაც მის ექიმებთან გავარკვიეთ, მისი ფარული და ღრმა დეპრესია სწორედ ამან მოიტანა. იყვნენ ერთად და გადასდეს ერთმანეთს. ექიმი მეუბნებოდა სავარაუდოდ მათ ყველაზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი და თითქმის ერთდროულად ამიტომაც დაემართათ ეს დაავადებაო. ალცაიმერზე ამ დრომდე მიმდინარეობს კვლევები, მაგრამ ფაქტია ორივეს ერთდროულად დაეწყო დემენცია. შემდეგ მამას ინსულტი დაერთო და სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. - დედა ხვდება, რომ მამა ცოცხალი აღარ არის?- დედა რაღაც მომენტებს აღიქვამს, რაღაც მომენტებს არა. ხშირად ვამბობ, კარგია რომ დედას აქვს დემენცია როცა მამა აღარ ჰყავს გვერდით. ის იყო განებივრებული ქალი, რომლის ყველა ხუშტურს ასრულებდნენ და უცებ დარჩა მარტო.  ცნობადობა აქვს, ღრმა წარსული ახსოვს, რაღაც თემებზე იცის ჩაციკვლა. სულ რაღაცას ეძებს. გააცნობიერა რომ მამა აღარ არის, რაღაც მომენტებში ავიწყდება. სანამ მამა ცოცხალი იყო ვერ დავაჯერეთ რატომ არ მუშაობდა მამა. მთელი ცხოვრება აქტიური კაცი იყო  და ამბობდა როგორ შეიძლება ავად იყოსო. დედაჩემი მაინც ამბობდა კარგად არისო. - ვინ გეხმარებათ დემენციით დაავადებული დედის მოვლაში?- ჩემი ძმა, რძალი, შვილი, ძმისშვილები. დედა ახლა იმ სახლში ცხოვრობს ჩემს ძმასთან ერთად, სადაც დაიბადა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა. სხვა სახლს სახლად ვერ აღიქვამს და ურჩევნია იმ სახლში იყოს. იმ ახლში სადაც ახლა ჩემს ძმასთან ერთად ცხოვრებოს იქ დაიბადა და გაიზარდა დედა. დემენციით დაავადებული ადამიანისთვის  ნერვიულობა საზიანოა, ამიტომ როგორც კი ჩნდება დაძაბულობა ვცდილობ მისი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. - თაკო, მარტოხელა დედა ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ ყოფილ მეუღლესთან?- ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, დიდ წარმატებას ვუსურვებ. იმედია მალე დაოჯახდება და ძმას ან დას აჩუქებს ბარბარეს. - ან შენ აჩუქებ...- უცებ ჩემს გრაფიკს გადავხედე და ბავშვი ვერ ჩავსვი ვერსად. - თაკო, ხშირად გაკრიტიკებენ ტუჩების გამო, თუმცა ცოტა ადამიანმა იცის, რომ წლების წინ მძიმე ავარიაში მოხვდით და ამიტომაც იკეთებთ ხშირად ტუჩის ფილერს...- ტუჩს რაც შეეხება ბევრი წლის წინ, მოვყევი მძიმე ავტოკატასტროფაში, სადაც ჩემი პირის აპარატი დაინგრა. კატასტროფული დაზიანებები მივიღე, 18 ნაკერი მადევს და აწყობილი ვარ მთლიანად. ყველაფერი ვცადე, მაგრამ ფილერის გარდა არაფერმა გაასწორა. ჩემი პირადი დისკომფორტი იყო და ამიტომ მე ჩემი ტუჩი გავიკეთე. - რა გეგმები გაქვთ?- რადიო "დარდიმანდში" ვიწყებ ახალ გადაცემას "სიცილები თაკოსთან". ძირითადად სიცილთან ვასოცირდები. ასევე ვმუშაობ ჩემი მეორე პროფესიით, საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. 

სალომე გოგიაშვილი

1770671966

"ყველა გზას მიმართა ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა გაფუჭებულიყო..." - სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილმა ჟურნალ "სარკესთან" იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, რაც მისი და მისი მეუღლის ოჯახის დანგრევას მოჰყვა. წყვილს 15 წლიანი ქორწინება და ორი შვილი აკავშირებს.- ვერ ვიტყვი რომ მარტივად გადავიტანე ის ყველაფერი რაც ჩემს თავს მოხდა. მაქსიმალურად ვეცადე ახლობლებს არ ენერვიულათ. თუმცა ამდენი თვის შემდეგაც კი ვერ ვიტყვი რომ ყველა ნეგატივისგან გავთავისუფლდი. ვცდილობ ახალ ცხოვრებას და ახალ რეალობას შევეგუო.  - პატიების და შერიგების არანაირი შანსი არ იყო? - ამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ჩვენ კიდევ ერთად ვცხოვრობდით. რა თქმა უნდა ამას თუ ცხოვრება ჰქვია. მაგრამ მივხვდი არ შემიძლია ამ ყველაფერთან შეგუება. 43 წლის ასაკში ჯოჯოხეთში ცხოვრება არაფრად მიღირდა. მთავარი ამოსავალი წერტილი ჩემი შვილები არიან, რომლებმაც არ უნდა დაინახონ რომ ვარ ცუდად, მაქვს მაღალი წნევა...- ანუ სტრესმა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია?- კი, რაც არასდროს მაწუხებდა ყველაფერმა შემაწუხა. როდესაც ეს ყველაფერი მოხდა ჩემს თავს, ერთი თვე ქუჩაში ვერ გამოვდიოდი. სოციალურ ქსელში ვერ შევდიოდი, ცუდად ვიყავი. ამ ყველაფერს ამძიმებდა ის ფაქტორი, რომ მეორე მხარე არ ჩერდებოდა, მაბულინგებდა. მეგობრებთანაც კი არ ვსაუბრობდი, იმიტომ რომ როგორც კი ამტემაზე ვიწყებდი საუბარს, ჩემი თავიც კი მეზიზღებოდა. დამეწყო გულის პრობლემები, საშინელი წნევა, გარეთ გასვლის შიში. ყველაზე საშინელი კი ის იყო, სულ მეტირებოდა და არასოდეს ვტიროდი. - ამ ყველაფრის შემდეგ შეინარჩუნეთ ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა?- ყველაფერი დასრულებულია და ყველაზე მეტად რაც მტკივა, ის არის რომ ჩვენს შორის მეგობრობაც დასრულდა. ჩვენს შორის დიდი ადგილი ეკავა მეგობრობას, მაგრამ დღეს ესეც დამთავრდა. - მაინც რას ფიქრობთ რამ შეიწირა ეს დიდი სიყვარული და მეგობრობა?- შეიწირა ვიღაცის საშინელმა საწადელმა დაესაკუთრებინა სხვისი ქმარი. ყველა გზას მიმართა ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა გაფუჭებულიყო. - ოჯახის დანგრევის შემდეგ მოგიწიათ სახლიდან წასვლა რომელსაც ერთად აშენებდით?- მე და ჩემი შვილები სახლიდან არ წამოვსულვართ. ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვები ძალიან რთულ მდგომარეობაში იყვნენ, მესამე მხარემ ბავშვებს გააგებინა ყველაფერი. ჩემს შვილებს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყოთ და აღარაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ იმას ვფიქრობდი ბავშვები ქვეყნიდან გამეყვანა. ხუთი თვე ვცხოვრობდით საზღვარგარეთ. ამ ნაბიჯმა ძალიან გაამართლა, ექიმების დახმარების გარეშე, ჩემი შვილები მდგომარეობიდან გამოვიყვანე. ის სახლი სადაც ვცხოვრობდით, ისევ ჩვენია, მაგრამ რადგან წავედით გავაქირავე. 

რიკარდო კანისტრატი

1770412388

"ევროპაში გავიზარდე, მაგრამ დედასთან სულ ქართულად ვლაპარაკობდი..." - რას საქმიანობს ასლან აბაშიძის იტალიელი შვილიშვილი

ასლან აბაშიძის ოჯახმა საქართველო წლების წინ დატოვა, მაგრამ აჭარის ყოფილი მმართველის ოჯახის წევრების მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება.წლების განმავლობაში,  მისი ოჯახის არცერთი წევრი არ გამოჩენილა მედიაში. დუმილი მისმა იტალიელმა შვილიშვილმა რიკარდომ დაარღვია. ასლან აბაშიძე ახლა მოსკოვში ცხოვრობს.  ხანდაზმულ ასაკში,  ის ტყუპების მამაც გახდა. მის უფროს შვილებს გიორგის და დიანას კი საქართველოში კარგად იცნობენ. გადაცემა "პროექციაში" საზოგადოებამ წლების შემდეგ აბაშიძის შვილიშვილი რიკარდო კანისტრანი გაიცნო. რომელიც ასლან აბაშიძის ქალიშვილის დიანას უმცროსი ვაჟია და იტალიელი მამა ჰყავს. რიკარდო გატაცებულია მუსიკით და რეპავს."დედაჩემი დიანა, არის ძალიან მაგარი ადამიანი. ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ მისი შვილი ვარ. ბევრი რამ მასწავლა, დამიდგა გვერდით რთულ მომენტებში.მაშინ, სახლში იგრძნობოდა დაძაბულობა. დედა მაქსიმალურად გვიცავდა მე და ჩემს ძმას. ჩემთვის ეს იყო ოჯახი" - ამბობს რიკარდო.როგორც თავად ამბობს,  საქართველო განსაკუთრებულად უყვარს. საქართველოდან მისი ოჯახის წასვლიდან, ოცი წლის შემდეგ, დაბრუნდა და ბათუმს ხშირად სტუმრობს."ბათუმში კარგად ვგრძნობ თავს. ევროპაში გავიზარდე, მაგრამ დედასთან სულ ქართულად ვლაპარაკობდი. ქართულად გავიზარდე და მადლობა დედას. იტალიური და ქართული კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. არ არის ძნელი ერთი კულტურიდან მეორეში გადავიდე.იმ ამბებიდან, 20 წლის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და უცბად ვიგრძენი თავი სახლში. ვიგრძენი სიყვარული ხალხისგან და ურთიერთობებისგან.საქართველოს უფრო ბუნებრივი აურა აქვს, ვიდრე იტალიას, სადაც მე გავიზარდე. არ ვიცი, შესაძლოა, ერთ დღეს ოჯახიც აქ შევქმნა" - აღნიშნავს რიკარდო.როგორც ის ამბობს, ასლან აბაშიძე მისთვის მამასავით იყო."ჩემთვის ასლანი იყო როგორც მამა. პატარა სულ მასთან ვიყავი. დედა ხშირად მტოვებდა. პატარა ვიყავი, მაგრამ დღემდე მახსოვს ის ღირებულებები რასაც მასწავლა. დედა ცდილობდა, მისი შვილები დაეცვა. ამ ოჯახისთვის ძალიან მადლობელი ვარ.ადრე მქონდა ბაბუასთან ხშირი კონტაქტი, ამ ბოლო პერიოდში, არა. ბაბუაჩემი ჩემთვის კაცობის მაგალითია, მაგრამ ჩემი ოჯახი ჩემთვის არის დედაჩემი და გიორგი. როცა ვიზრდებოდი თანდათან ვხვდებოდი, როგორი ოჯახიდან მოვდიოდი".რიკარდო პროფესიით ფინანსისტი და მედიადიზანერია, ასევე უყვარს მუსიკა, განსაკუთრებით რეპი. 26 წლის მუსიკოსი და მედიადიზაინერი უკვე ოჯახის შექმნაზეც ფიქრობს."უკვე 26 წლის ვარ, ვფიქრობ ოჯახზე და მომავალზე. ჩემი აზრით საქართველოში ყველაფერია იმისთვის რომ კარგი ცხოვრება გქონდეს - ამბობს რიკარდო. 

გოგა მანია

1770321969

"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ცნობილი მეტაფიზიკოსი გოგა მანია საზოგადოებას, კიდევ ერთხელ, აფრთხილებს. განსაკუთრებით კი, - დასავლეთ საქართველოს, თბილისის და კახეთის მოსახლეობას.  რამდენიმე წინასწარმეტყველება გოგა მანიამ "პრაიმ ტაიმთან" ექსკლუზიურად გააკეთა. "ძალიან ბევრი ტრაგედია ხდება გვირაბებში. რადგან ყველა ადგილს თავისი ენერგია აქვს. მიწისქვეშა გადასასვლელები და მეტროებიც საფრთხილოა. ნგრევები ზუსტად იქიდან მოდის. ავტობუსები და მატარებლები ფრთხილად უნდა იყვნენ.შოვის ტრაგედია ისევ შეიძლება განმეორდეს, მაგრამ ეს ისევ შოვში არ მოხდება. ცუდად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ისევ იქით მხარესაა მოსალოდნელი ტრაგედია.ასევე ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი. რადგან ეს არის ციკლი, რომელიც სამ წელიწადში ისევ უნდა განმეორდეს. ვხედავ ბენზინგასამართ სადგურის აფეთქებას.წლების წინ ვთქვი, ვერტმფრენის ჩამოვარდნა და ზუსტად 18 დღეში დატრიალდა ტრაგედია.ჩემი წინასწარმეტყველების 98 % ახდა.2026 წელი ეს არის ახალ ფაზაში გადასვლის წელი. ცეცხლოვანი ცხენის წელი რომელიც 60 წელში ერთხელ მოდის. რასაც გავაკეთებთ აუცილებლად ათასმაგად დაგვიბრუნდება. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ სხვის შვილებზე და ხანდაზმულებზე, რა ემოციებსაც მოაგროვებთ წელს ეს იქნება მომავალი 18 წლის გზამკვლევი" - ამბობს გოგა მანია.

ლაშა აბზიანიძე

1770147300

"ფაქტობრივად, გარდავიცვალე და, უფლის ნებით, დავბრუნდი..." - „სეიშენის“ წევრი ლაშა აბზიანიძე

„სეიშენის“ წევრი ლაშა აბზიანიძე ბოლო წლებში საზოგადოების წინაშე ნაკლებად ჩანს. მის ცხოვრებაში ახლახან ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომლის შესახებ მან "თბილისელებთან" ისაუბრა.გამოცემასთან საუბრისას ლაშამ გაიხსენა რამდენიმე თვის წინ, მის ცხოვრებაში არსებული მძიმე პერიოდი, რა დროსაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.- რამდენიმე თვის წინ გულის ოპერაცია გავიკეთე. ფაქტობრივად, გარდავიცვალე და უფლის ნებით, ამქვეყნად დავბრუნდი. სამი საათი გარდაცვლილი ვიყავი. ალბათ, უფლის ნება ასეთი იყო და მაინც გადავრჩი. ოპერაციის დროს გულს აჩერებენ, მერე კი ისევ ამუშავებენ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აღარ ამუშავდა. ასე გრძელდებოდა სამი საათი. გადარჩენის შემდეგ იყო საშიშროება, რომ შეიძლება, ხეიბარი დავრჩენილიყავი და ასე შემდეგ. მოკლედ სერიოზული ამბავი გამოვიარე. აორტის სარქვლის პროთეზირება მოხდა. ისეთი მდგომარეობა მქონდა, არავის ეგონა, თუ „გამოვძვრებოდი“, ექიმსაც კი. ლევან ქარაზანიშვილმა გამიკეთა ეს ოპერაცია და მადლობა უფალს, დავბრუნდი ამ სამყაროში. რომ არა იღბალი და ღვთის ნება, ეს არ მოხდებოდა. ოპერაცია 7 საათი გრძელდებოდა და დასასრულისკენ მოხდა ეს ამბავი. მთელი მედპერსონალი ჩაერთო და სასწაული მოხდა. მერე ერთი თვე საავადმყოფოში ვიყავი და ამ პერიოდშიც იმდენი რამ მოხდა, არავის ეგონა, თუ ასე ავეწყობოდი (იცინის). რაც არ უნდა იყოს, ჩათვალეთ, სამი საათი ორგანიზმში ყველაფერი მკვდარი იყო და მერე ყველაფერი ხელახლა ამუშავდა. ორგანოებს დიდი ყურადღება სჭირდებოდა.ეს დიაგნოზი შარშან დამისვეს. მოსკოვში ყოფნისას ინფარქტი მომივიდა და მითხრეს, რომ საოპერაციო ვიყავი. ჩამოვედი საქართველოში და გავიკეთე.– ახლა როგორ ხართ?– არაჩვეულებრივად. მკურნალობის ქვეშ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. ამიტომაც ვამბობ, იღბლიანი ვარ, აბა, რა ვარ?! სიმართლე გითხრათ, იმდენად არ ელოდნენ ჩემს გადარჩენას, რომ ყველამ გამომიტირა. იცოდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა. დედაჩემს მკვდარი ანახეს ჩემი თავი. მხოლოდ უფლის იმედი იყო. ქირურგმაც პირდაპირ უთხრა მეუღლეს და დედაჩემს, ერთადერთი, რისი იმედიც გვაქვს, უფალიაო.

nana pachuashvili

1770104284

"19 წლის დავქვრივდი... დაუნდობელმა ბედმა, შვილიც წაიყვანა ჩემგან..." - ნანა ფაჩუაშვილი

მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი ჟურნალ «სარკეს» მისი ცხოვრების ბედისწერის შესახებ ესაუბრა. მისი ცხოვრება სცენას ჰგავს – ტრაგედიებით, დაცემით, ბრძოლით და ფეხზე წამოდგომით. ეს არის ქალის წარმატებების ქრონიკა, რომელმაც მძიმე დანაკარგების მიუხედავად ყველაფერი რაც უყვარს ღირსეულად ატარა.ნანა ფაჩუაშვილი 2 იანვარს დაიბადა, თუმცა ამ თარიღს სიხარულით აღარ ხვდება.- დაბადების დღის აღნიშვნა ახალგაზრდობის დროს ვიცოდი, ხალისიან, პომპეზურ დაბადების დღეებს ვიხდიდი, მაგრამ რაც ჩემი მეუღლე, მსახიობი ტრისტან ყველაიძე გარდაიცვალა ყოველთვის სხვა ზრუნავდა ჩემი დაბადების დღის გადახდაზე.წინათ ახალ წელს ყოველთვის სიხარულით ველოდებოდი. 2 იანვარს ჩემი დაბადების დღეა, 1 იანვარს კი ჩემი შვილის თამაზის დაბადების დღე იყო, მაგრამ ცხოვრება ისეთი დაუნდობელი და ისეთი მოულოდნელობებით არის სავსე, ეს ბედნიერება წამართვა. ჯერ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, 1 იანვარს. მერე დაუნდობელმა ბედმა, თებერვლის თვეში ჩემი შვილი თამაზი წაიყვანა ჩემგან.იანვრის და თებერვლის თვეები აღარ მიყვარს, რადგან ჩემთვის ტკივილთან ასოცირდება. ჩემთვის შავი დღეებია 30 დეკემბერი, 31 დეკემბერი და 1 იანვარი. ამ რიცხვებში არსად დავდივარ.მე მაქვს არაჩვეულებრივი პროფესია, რომელმაც გადამარჩინა და ფეხზე წამომაყენა.როგორც მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა, მას განსაკუთრებული ბედისწერა არგუნა ღმერთმა.- ადამიანი ბედისწერას ვერ გაექცევა, ვცდილობდი გავქცეოდი მაგრამ ვერ შეძელი. ვთვლი, რომ განსაკუთრებული ბედისწერის ადამიანი ვარ. ჩემი პირველი ქორწინება უჩვეულოდ მოხდა, 19 წლის ასაკში დავქვრივდი, ჩემი საყვარელი ადამიანი თამაზ აფხაიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. თამაზი ნანატრი შვილი იყო, რომელიც პირველი მეუღლისგან დამრჩა. 2 თვის ფეხმძიმე ვიყავი თამაზი რომ დაიღუპა. ბავშვი დავიტოვე და მამის სახელი – თამაზი დავარქვი. ქალის ცხოვრებაში შვილი საოცარი რამ არის შვილი.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ა

1769713560

„ვისაც ხვიჩას ტრავმა გაგიხარდათ, სამწუხარო ამბავი მაქვს...“ - კვარაცხელიას უფროსი ძმა

„ვი­საც ხვი­ჩას ტრავ­მა გა­გი­ხარ­დათ, სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მაქვს - 2 კვი­რა­ში ბრუნ­დე­ბა“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და პსჟ-ს ფეხ­ბურ­თე­ლის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას უფ­რო­სი ძმა ნიკა კვა­რა­ცხე­ლია.„პსჟ-ს“ და „ნიუკასლის“ დაპირისპირება გუშინ 1:1 დასრულდა, თამაშის დროს ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და ის მოედნიდან გაიყვანეს.პსჟ-ს ერ­თა­დერ­თი გოლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­გო­ლე გა­და­ცე­მის შე­დე­გად გა­ვი­და - გოლი ვი­ტი­ნი­ამ გა­ი­ტა­ნა.

rati durglishvili

1769704290

„ჩვენს ოჯახს, ამ ადამიანის სახით, ღმერთის საჩუქარი აქვს...“ - რატი დურგლიშვილი

რატი დურგლიშვილმა გადაცემაში „ასე მღერიან საქართველოში“ საზოგადოებას მისი ოჯახის აქამდე უცნობი წევრი - რძალი გააცნო.როგორც მომღერალმა გადაცემაში აღნიშნა, მისი რძალი დუეტ „ჯორჯიას“ მენეჯერია.„ჩვენს ოჯახს ამ ადამიანის სახით ღმერთის საჩუქარი აქვს გამოგზავნილი“, - განაცხადა რატიმ რძლის, თაკო კიკაძის შესახებ.„მე უფრო გამშველებელი ვარ, ვიდრე მენეჯერი. ასეთი დუეტი საზღვარგარეთაც კი იშვიათია. შემოქმედებით პროცესში ძალიან ჩხუბობენ. მე უფრო მაკას პოზიციას ვამაგრებ. მაკა ყოველი სოლო-კონცერტის წინ უფრო ორგანიზებულია. რატის უფრო აინტერესებს სცენის ვიზუალური მხარე და ესთეტიკა. მაკა ცეცხლს ანთებს რეპეტიციაზე. ის პერფექციონისტია“, - განაცხადა მომღერლის რძალმა.

ბარბარა სამხარაძე

1769624869

„ჩემს მშობლებს არ უყვარდათ ერთმანეთი, ბაბუაჩემს მოეწონა მამაჩემი და გაათხოვა დედაჩემი...“ - ბარბარა სამხარაძე

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ „მადის აღმძვრელ პოდკასტში“კრიტიკოსების შესახებ ისაუბრა. მომღერალი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, გაირკვა რომ უფროსი ასაკის ადამიანებისგან ხშირად იღებს კრიტიკის მესიჯებს, მათ შორის, ფრჩხილებზე და სახლში გაკრულ შპალერზე.„გუშინწინ, მომწერა ქალმა, ფრჩხილები რომ დაიმოკლო, უფრო ესთეტიკური იქნებიო. ერთხელ ქალმა მომწერა, შენი სახლის შპალერი გამოცვალე, ძალიან ღარიბული იერი აქვსო. ასეთს რა უნდა უპასუხო? ამას მე ჩემი ასაკის ადამიანი არ მომწერს.ხშირად მხვდება ტიკტოკზე ვიდეოები წარწერით, სადაც წერია, „ჩვენ ვიქნებით იმ თაობის ბიცოლები, რომლებიც თავის მულის შვილს არ გაუკეთებენ ჯადოს“ - მართლა ეგ თაობა ვიქნებით, რომელსაც თავისი ნათესავები არ ეყოლება მოძულებული და არ იქნებიან ქიშპში.ვისაც გონება და მენტალური ზრდა გვაქვს, მართლა ეს თაობა ვიქნებით. ჩვენი მშობლების თაობა არის პრობლემა, რადგან ისინი დატრავმეს ომგამოვლილმა მშობლებმა.ბაბუაჩემი გაზრდილი იყო მამის დანატრებაში. ასაკოვანი კაცი არ იყო სოფელში, რომ ვინმესთვის მამა დამეძახაო. მან გაზარდა დედაჩემი, შემდეგ ბაბუაჩემს რომ მოეწონა მამაჩემი, გაათხოვა დედაჩემი. არ უყვარდათ ერთმანეთი ჩემს მშობლებს და უსიყვარულოდ შექმნილმა ოჯახმა სხვა ტრავმები აგვკიდა. დედაჩემი მთელი ბავშვობა მეძახდა, არ არსებობს სიყვარული და არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც ოჯახის წინაშე გაქვსო. როდესაც გავიზარდე და ვიღაც მომეწონა, ყოველთვის ჩამესმოდა, არ არსებობს სიყვარულიო და ამიტომ დამჭირდა ფსიქოლოგი. ფსიქოლოგმა მითხრა, რომ სიყვარული არ არის პასუხისმგებლობა, სიყვარული არის ყველაფერი. მე დამეხმარა ფსიქოლოგი, მოსიყვარულეც ვარ და პასუხისმგებლიანიც“, - განაცხადა ბარბარამ.