ფულის მომტანი თმის შეჭრა მაისში - ხელსაყრელი თარიღები

თმის შეჭრა

ფულის მომტანი თმის შეჭრა მაისში, ხელსაყრელი თარიღები,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი წერს.

"ფულის მომტანი თმის შეჭრა მაისში - ნუ შეიჭრით თმას თავად. ეს გააკეთებინეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია, არის კარგ განწყობაზე და აქვს კეთილი განზრახვა. რადგან აქ მნიშვნელოვანი თმის სიგრძე კი არა, ის ენერგიაა, რომლითაც ეს კეთდება.შეინახეთ ეს თარიღები, რომ არ დაკარგოთ. კომენტარებში დაწერეთ: „ფულადი ნაკადი გახსნილია“ და შეარჩიეთ თქვენი თარიღი თმის შესაჭრელად.

ფულის მომტანი თმის შეჭრა მაისში - ეს არის სიმბოლური პრაქტიკა, რომლის არსიც არა თმის სრულად შეჭრა, არამედ მხოლოდ რამდენიმე ღერის ან ბოლოების სიმბოლური მოკლებაა. ითვლება, რომ ეს მოქმედება:
აშორებს დაგროვილ ძველ ენერგიას.
კვეთს ფინანსურ სტაგნაციას.
ადგილს უთავისუფლებს ახალი ფულადი ნაკადების შემოდინებას.
ხელსაყრელი თარიღები:
მაისში საუკეთესო დღეებია:8, 12, 13, 14, 20, 21, 22 და 27 მაისი.
(განსაკუთრებული  12, 13, 20 და 22 მაისი).

მნიშვნელოვანი წესები:
არ შეიჭრათ თმა თავად. სთხოვეთ ეს ვინმე ახლობელს ან პროფესიონალს.
განწყობა: თმა უნდა შეგიჭრათ ადამიანმა, რომელიც თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია და იმ მომენტში კარგ ხასიათზეა. მთავარია არა თმის სიგრძე, არამედ მოქმედების ენერგია.
დადასტურება: რიტუალის გასააქტიურებლად გამოიყენეთ ფრაზა: „ფულადი ნაკადი გახსნილია“.„ზოგჯერ პატარა მოქმედება დიდ ცვლილებებს იწვევს. 
ნუ იკითხავთ, რატომ წაუვიდა ზოგს „შემთხვევით“ ახალი შეკვეთები და პრემიები", - წერს იოსელიანი.