„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
ტელეწამყვანი ნიკა ხაჩიძე თამარ სხირტლაძის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსახიობთან ბოლო ინტერვიუს იხსენებს:
„მინდა კიდევ რომ ბევრი წელი იყოთ და რასაც შეძლებთ კარგი როლები ითამაშოთ!
- მოხუცები აღარავის აღარ უნდა...
- პირიქით, თქვენნაირი ნიჭიერი მოხუცები ცოტა გვყავს და გვჭირდებით!
- ჩაფიქრებული მქონდა, თეატრში ახალ რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ... თუ გავაკეთე თქვენ დაგპატიჟებთ!
ეს ჩვენი ინტერვიუს ბოლო ნაწილია. სამწუხაროდ, თამარ სხირტლაძემ ამ პროექტის განხორციელება ვერ მოასწრო ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას ამ ნიჭიერი არტისტის გარდაცვალების გამო“. - წერს ტელეწამყვანი.