ვინ მიიღებს მერიისგან 50 000 ლარს - პროგრამის დეტალები
1778703058
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მაისს 09:00-იდან 09:05 საათამდე და 17:55-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩანადირთკარი, წითელსოფელი, მლაშე, ქუბრიაანთკარი, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-იდან 20:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფასანაური, ჭიკაანი, ქავთარაანი, ქოჩორაანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი, ცარდახი, წეროვანი, გოროვანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-იდან 20:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში და ავჭალაში;
14:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, იაკობ რაინეგსის და მიმდებარე ქუჩებზე და დიდი დიღმის ნაწილში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.