მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
1747250729
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე სოფელ დიღომს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს 07:00-იდან 07:10 საათამდე და 09:50-იდან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაზალეთი, ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, გრიგოლიანთკარი, ბაგა, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის, იაკობ რაინეგსის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ბიწმენდი, ახალსოფელი, არაშენდა, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.