„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს, 11:00-დან 11:00 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფასანაური, ჭართალი, მუგუდა, წითლიანა, დგნალი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე აბონენტებს ზაჰესში თავისუფლების, ენერგეტიკების, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - სოფელ გლდანში ქერჩის, ფიროსმანის, კობერიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ალოტი და ბოკონი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.