ეჭვია მაქვს, რადიკალი თავისი ბუნებითა და არსით ამ განცხადებას ვერ ჩასწვდება - კარგია, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, არც თუ ისე დაბალი რანგის თანამდებობის პირმა აღნიშნა, რას უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატია - გიორგი ქაჯაია გრაჩას განცხადებაზე

პოლიტიკა

ძალიან კარგია, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, არც თუ ისე დაბალი რანგის თანამდებობის პირმა აღნიშნა, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატია. ეს ძალიან კარგი განცხადებაა და ვიმედოვნებ, რომ ლუის გრაჩას შემდეგ სხვა ბევრი წარმომადგენლის განცხადება მოჰყვება და რეალურად შეაფასებენ იმ სურათს, რაც საქართველოში ვიხილეთ, - ასე აფასებს ანალიტიკოსი, გიორგი ქაჯაია „დღის ქრონიკაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ლუის გრაჩას განცხადებას.

„სანამ ლუის გრაჩა მოუწოდებდა, თუ რას ნიშნავს დემოკრატიული პრინციპები და პოლიტიკა როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანაში, ეს ბატონმა ირაკლი კობახიძემ და ზოგადად, მმართველმა გუნდმა არაერთხელ მოუწოდა დიალოგისაკენ ჩვენს ოპოზიციას. მაგრამ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რადიკალი თავისი ბუნებითა და არსით იმ განცხადებას ვერ ჩასწვდება, რაც ბატონმა გრაჩამახსენა. მათი [რადიკალები] გონება დაბინდულიადა ვერ ხვდებიან რას ნიშნავს კონსტრუქციულ, დემოკრატიულ პროცესებში ჩაბმა. ამიტომ იმედი არ მაქვს, რომ ეს ხალხი სწორად აღიქვამს ეუთოს ასამბლეის წარმომადგენლის მოწოდებებს“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. კერძოდ, ის გამოეხმაურა 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ხელისუფლების დამხობის მცდელობას უკავშირდება.