„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის დროს, ავტომობილის 4 მგზავრიდან მხოლოდ გიორგი თოლორაია გადარჩა. გიორგი თოლორაიას ოჯახი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ადამიანებო, ღვთის საოცარო ქმნილებებო, მოგმართავთ თქვენ და მივმართავ ქალბატონს, რომელიც სასწაულებრივად აღმოჩნდა, მთავარი სამაშველო რგოლი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მორკინალი, ჩემი ძამიკოს გადასარჩენად.
სხვისას, რომ საკუთარივით იღებ, აი მაშინაა ადამიანის არსებობა გამართლებული. სიყვარულიც, ხომ იმ მსგავსების სიხარულია, როდესაც გრძნობ, რომ ის სხვაც, შენ ხარ!
სწორედ ამან მოგვიყვანა და გაგვაძლებინა დღევანდელობამდე.
თქვენი უპირობო სიყვარულია, მოტივი და ძალა არსებობის. უდიდესი სინათლის ძალით შემოდის თითოეული თანაგრძნობითი სიტყვა ჩვენს სულებში. როცა ასე ღრმად შეგიძლია იგრძნო მწუხარება, გადაშენება არ გიწერია! უფრო მეტიც, სწორედ ესაა ის გამარჯვებული ომი, რომელშიც იბრძვის დღემდე საქართველო!
როგორი სანიმუშო სიყვარულით, ანუგეშებთ ჩვენი გარდაცვლილი, საოცარი ბიჭების ოჯახებს. უდიდესი მადლობა, ჩვენო ძვირფასებო. რა უნდა გავუკეთოთ ისეთი კაცობრიობას, მე და ჩემმა ოჯახმა რომ ერთი ასად დავაბრუნოთ ეს ყველაფერი! ღმერთობით შევძლებთ, შეუძლებელსაც, რადგან განუზომელია მადლიერების შეგრძნება.
ვერასდროს წარმოვიდგენდი ტკივილიანი სიხარული ასეთი მძიმე თუ იქნებოდა. შეუცნობელია წუთისოფლის გზები. არავინ იცის, ვის რას უმზადებს.
,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვინმეს განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს!
მტრისას მისი გამოცანა!”
მოუშუშებელი და დაუტევნელია თქვენი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ჩემი ძამიკოს, ძმებო. იქედან გაამაგრეთ სიყვარული, ბიჭებო, ვიცი, ისევე ვაჟკაცურად განაგრძობთ, როგორც დაიწყეთ.
სინათლე და სიმშვიდე, თქვენს სპეტაკ სულებს, ძმებო. ღმერთთან არაფერი გაგიჭირდებათ. იქ ბევრად სხვანაირადაა ყველაფერი. აქ, კი ჩემი გიო მიხედავს თქვენს ოჯახებს. თქვენ არაფრის შეგეშინდეთ.
„დიდი და საკვირველია საქმენი შენნი, უფალო ღმერთო ყოვლისშემძლეო,”სიხარულით და ტკივილით აღსავსე გულით, გმადლიერობთ, წყალობას ჩვენს ოჯახზე.
შენი ანგელოზები, ხომ მარად ფხიზლობენ.
იმ ტრაგიკულ ღამესაც გაუგზავნე ჩემს ძამიკოს მთავარი გმირი, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი ჩირაღდანი, რომელმაც დროულად დაინახა და იმოქმედა, რომ გადაერჩინა, ის 1 მოტივტივე სიცოცხლე, სულის მღაფავი, მოყვირალი. მტკვარი ცდილობდა დაუნდობლად მის დადუმებას, თუმცა, მან რა იცოდა რა ვაჟკაცს ებრძოდა!
დიახ!!! თქვენ და გიომ გაიმარჯვეთ, სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა ადამიანური თანადგომა!
მოგმართავთ, ჩემი ძამიკოს ანგელოზო, ადამიანო. თქვენს სულს ვენაცვალე. მოგვეცით საშუალება მე და ჩემს ოჯახს, აღვასრულოთ ის, რაც ვალია ჩვენი. დაველოდებით თქვენს სურვილს, გამოგვეხმაუროთ, გაგიცნოთ და ჩვენი წილი სიყვარული გაგიზიაროთ. თუ იქნება თქვენი კეთილი ნება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558560402 (გვანცა).
ვინც შეძლებთ, მაქსიმალურად გავაზიაროთ, მეგობრებო.
უდიდესი მადლობა, კვლავ ყველას! გვიყვარხართ!
გამძლეობა და შეწევნა, ჩვენი ბიჭების ოჯახებს.
მალე გვეპოვნოს ჩვენი გიგა!
მზე ბიჭი! “ - წერს გიორგი თოლორაიას და, ნინო თოლორაია.
2 პირის ცხედარი მდინარეში მაშველებმა მომხდარიდან მეორე დღეს იპოვეს,ხოლო მესამის ძებნა ამ დრომდე გრძელდება