მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
დომენიკ მანგო საბრძოლველად ომში წავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.
დომენიკი სოციალურ ქსელში სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ფოტოსაც აქვეყნებს.
„უკრაინის კონსულს ველაპარაკე. მოკლედ: თბილისიდან სოფიამდე მივდივართ ავტობუსით, სოფიადან კი რომელიმე ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში. იქიდან უკვე ჯარი დაგვარეგისტრირებს.
გადავდივარ ტრანსპორტის გარკვევაზე,“- წერდა დომენიკ მანგო გუშინ.
„ჩავიცვი, დიდება და გამარჯვება უკრაინას“,- ამ წარწერით გამოაქვეყნა მან ფოტო ცოტა ხნის წინ.

უკრაინაში ამ დროისთვის ვითარება ყველაზე დაძაბულია. რუსეთის არმიამ ყველა მიმართულებით შეტევის ბრძანება მიიღო. რუსეთი ამტკიცებს, რომ ოფიციალურმა კიევმა მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა და უკრაინაზე შეტევის გაგრძელების გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს.