დღეს სამების საკათედრო ტაძარში ეკლესიამ აჩვენა საოცარი ერთობა, ეს იყო სიმშვიდის, თავმდაბლობის, სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის ნიმუში - გიორგი სიხარულიძე

გიორგი სიხარულიძე

ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი დავსწრებოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, პატრიარქის არჩევას - განაცხადა "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ.

მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში, დღეს, დედა ეკლესიამ აჩვენა საოცარი ერთობა:

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვულოცავ სრულიად საქართველოს. მე ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი დავსწრებოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, პატრიარქის არჩევას. საკმაოდ დაძაბული ფონის შექმნას ცდილობდა მავანი და მავანი არჩევნებთან დაკავშირებით. ის, რაც დღეს მე ვნახე, ეს იყო სიმშვიდის, თავმდაბლობის, სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის ნიმუში. სამების საკათედრო ტაძარში, დღეს, დედა ეკლესიამ აჩვენა საოცარი ერთობა, უბედნიერესი ვიყავი. პატრიარქის არჩევის პირველი დღე ძალიან კარგად დაიწყო.

რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, დღეს ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ ის აგრძელებს გზას, რომელიც დაიწყო ილია მეორემ. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ის ურთიერთობები, ის ხედვები, მიზნები და უამრავი დაწყებული საქმე, რაც ნეტარმა ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო, გაგრძელდება", - აცხადებს რეჟისორი გიორგი სიხარულიძე.