1781210306
დაკარგული გოგონა უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს
წუხელ საღამოს , დაახლოებით 23 საათზე, დაიკარგა 11 წლის გოგონა, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე. მთელი დიდი დიღომი ეძებს, - წერდნენ სოციალურ ქსელში.
ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა იპოვეს უგონო მდგომარეობაში დიდ დიღომში.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვი უგონო მდგომარეობაში ავტოფარეხების ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
ადგილზეა მობილიზებული საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313











