დაე, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრებამ კეთილდღეობა მოუტანოს საქართველოსა და მის ხალხს - იაპონიის საელჩო შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს

პატრიარქი შიო

იაპონიის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს შიოს, აღსაყდრებას ულოცავს.

"იაპონიის საელჩო გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას.

დაე, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრებამ კეთილდღეობა მოუტანოს საქართველოსა და მის ხალხს. ამ ახალ ეტაპზე, საელჩო გამოხატავს სურვილს, კიდევ უფრო განმტკიცდეს მეგობრობა და თანამშრომლობა საქართველოსთან", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.