ჭუბერში ობლად დარჩენილი ოთხი მცირეწლოვანის დასახმარებლად 25 000 ლარზე მეტი შეგროვდა

ჭუბერი

ჭუბერში ობლად დარჩენილი ოთხი მცირეწლოვანის დასახმარებლად 25 000 ლარზე მეტი შეგროვდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ რეგიონალური მედია „სვანეთი ნიუსი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ჭუბერში ავტოსაგზაო შემთხვევას ცოლ-ქმარი, მზეო უმფრიანისა და ლევან ანსიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდამა მთელი საქართველო შეძრა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი ჭუბერიდან მესტიაში მიდიოდა. სოფლის გზიდან ცენტრალურ გზაზე გადასვლისას კი მათ დაბრკოლების სახით სატვირთო მანქანა შეხვდათ, გზის დათმობის დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა...

ლევანს და მზეოს 4 მცირეწლოვანი ვაჟი დარჩათ. უმცროსი კი ვაჟი მხოლოდ 3 წლისაა.