„ჩემი 6 წლის ოცნება რეალობად ვაქციეთ“ - ნინი ქარსელაძე ონკოპაციენტებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

ნინი ქარსელაძე

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ფონდის დაარსების შესახებ წერს, რომელიც ონკოპაციენტების მხარდაჭერასა და მათთვის საჭირო დახმარების გაწევას ისახავს მიზნად. 

„ჩემი 6 წლის ოცნება, რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი ვიმუშავე - რეალობად ვაქციეთ. დღეს, დარეგისტრირდა ჩვენი ფონდი „არ დანებდე“, რომელიც დაეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს და არა მხოლოდ. დანარჩენ დეტალებს ძალიან მალე მოგიყვებით,“ - წერს მომღერალი.