VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობამ ქვეყანასი გლოვის დღე გამოაცხადა.
სრულიად საქართველო დასტირის ერის მამას, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.
ილია მეორის გარდაცვალებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის იყო ნიცა თავაძეც. ნიცამ პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი კადრები გააზიარა.
"სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და ეკლესიის მამა, რომელიც ცოცხალი წმინდანის სახით მოევლინა საქართველოს და ქართველ ხალხს. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე სულიერების განმტკიცებისა და სიკეთის დათესვის საქმეში. ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავდა ასეთი სულიერი მამა, მისი უწმინდესობა, ჩვენი საყვარელი პატრიარქი ილია მეორე. ზეციური საქართველოდან ილოცე ჩვენთვის. მადლობა ყველაფრისთვის" - წერს ნიცა თავაძე.