ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას მრევლმა უნდა წაიკითხოს
1779429416
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა. ბულვარში აღნიშნული პლაჟი 2010 წელს თურქულ კომპანიას „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. კომპანიის მიერ უკანონოდ განხორციელდა შენობა-ნაგებობის განთავსება ბულვარის ტერიტორიაზე. შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთი გაფრთილების მიუხედავად კომპანიამ უარი განაცხადა განეხორციელებინა უკანონო შენობის დემონტაჟი.
სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შეაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთასებული ნაგებობების დამონტაჟი.



