აუცილებელია ზომების მიღება! - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

amindi

 მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. 

„უამინდობის გაფრთხილება.

12 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან, 13 ოქტომბრის საღამომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში (1700 მ-ზე ზემოთ) თოვლი და თოვლჭყაპი.

აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება წყალდიდობის, ძლიერი ქარის, მეწყერისა და
ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

გაფრთხილება არ არის შიშის დანერგვა, ეს არის მოწოდება, რომ წინასწარ იფიქრო, როგორ დაიცვა ის, ვინც გიყვარს, რომ იყო ფხიზლად, როცა ბუნება ხმამაღლა ლაპარაკობს, რომ არ გადააქციო პროფესიონალების ხმა პანიკის საფუძვლად“. - წერს კობა ფარტენაძე.