ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
ლაგოდეხში ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მისი და სალომე ბარკერი ეხმაურება.
„ღამით ლაგოდეხისკენ გზაში ვიყავი უკვე (და ოჯახმა ჯერ მხოლოდ ის ტყუილი ვიცოდით, რომ თითქოს სოფი ნაკრძალში დაიკარგა სხვა ბავშვებთან ერთად) როცა ნიუსი წავიკითხე, ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგო ჩანჩქერში ჩავარდა და მაშველები ეძებენო. მაშინვე მივხვდი, რომ სოფი იყო და ეგრევე გადამეწურა მისი “ტყეში პოვნის” იმედი 0.1-მდე. მერე კი იცით ყველაფერი.
ახლა ამ ნიუსით დავასრულებ ცოტა ხნით ჩემი და სოფის ცხოვრების ამ თავს. არა, ის სელფის გადასაღებად ქვაზე არ შემხტარა, ”ჯიუტად” არ მოქცეულა, გზიდან არ გადაუხვევია და არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რაც სხვა ბავშვებმა არ ქნეს იმავე ექსკურსიაზე. ის დარჩა უყურადღებოდ, მარტო, და ემსხვერპლა უფროსების დაუდევრობასა და გულგრილობას.
ყველაზე მინიმუმია, რისთვისაც შეიძლებოდა მიგვეღწია. მადლობა ვინც ჩვენსავით განიცდიდით ეს წლები ამ ამბავს“, - წერს სალომე ბარკერი.
ცნობისთვის, 2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ გულგრილობაში ეჭვმიტანილი ორი მასწავლებლიდან ერთ-ერთი დამნაშავედ ცნო.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264