მესტიაში მეხი ჩამოვარდა - რა ხდება, ამ დროისთვის, ცნობილი
1747599246
აქციის მონაწილეების ნაწილი ხვალ დილით მთავრობის ადმინისტრაციის ოფისთან გადაინაცვლებს და მჯდომარე, მშვიდობიან აქციას გამართავს, ამის შესახებ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
„დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით "ქაჯეთის ციხეს", მჯდომარე პროტესტით მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით.
ეს არის ჩვენი არაძალადობრივი, მშვიდობიანი გამოხატვა, ეს საღამო შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთმანეთთან სასაუბროდ, მივალთ დილით და ავუხსნით, რაც აქედან ვერ ავუხსენით," - განაცხადა დიღმელაშვილმა.