როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
„სკრინინგი ერთგვარი პრევენციაა ონკოლოგიური დაავადებებისთვის, ამიტომ მზად ვართ სკრინინგის პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებისთვის“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე.
მისი თქმით,დაავადებათა სრკინინგის პროგრამების ფარგლებში, უფასო გამოკვლევები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა.
„ჩვენი მოსვლის დღიდან დავიწყეთ საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად საჭირო პროგრამები. მათ შორისაა, დაავადებათა სკრინინგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 850 000-ზე მეტი კვლევა. სკრინინგი ერთგვარი პრევენციაა ონკოლოგიური დაავადებებისთვის, ამიტომ მზად ვართ ამ პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებისთვის. ეროვნულ სკრინინგ ცენტრის არსებულ ორ ფილიალს კიდევ ორიახალი ფილიალიდაემატა. იმისთვის, რომ გეოგრაფიული დაფარვა გაგვეზარდა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალი აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით. უფასოდ გამოკვლევები ჩაიტარა 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ.ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვისა და HPV დნმ-ის ტესტირების კომპონენტების, ასევე HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება.