გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა - ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა
1788685069
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის პოსტს აქვეყნებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია. თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.“ - წერს პრემიერი.