„ახლა სუნთქვა უფრო მსუბუქია...“ - გოგოზე, რომელიც უიშვიათეს დაავადებას ებრძოდა, სასიხარულო სიახლე ვრცელდება

ss

სალომე კოხრეიძეს, სოციალურ სივრცეში ბევრი ადამიანი იცნობს, ის რამდენიმე თვის წინ გადაცემა „შუადღემაც“ ჩაწერა, მაშინ სალომემ არ იცოდა, რომ რამდენიმე თვეში უიშვიათეს დაავადებას დაამარცხებდა და იმ რთული გზის შესახებ ჰყვებოდა, რასაც ყოველდღე გადიოდა.

სალომე 12 წელი ებრძოდა სკლეროდერმიას. 

სალომემ სასიხარულო სიახლე „ტიკტოკზე“ გააზიარა. 

„გადავუარე წლებივით მძიმე პერიოდს. ახლა სუნთქვა უფრო მსუბუქია.
დაავადება დასუსტდა, შვება დადგა. მადლობა ჩემს სხეულს, ჩემს გულს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით იყავით. ეს უბრალოდ დასასრული არაა… ეს ახალი ეტაპის დასაწყისია“,- წერს სალომე.

 

@kokhre_salluka გადავუარე წლებივით მძიმე პერიოდს 🤍 ახლა სუნთქვა უფრო მსუბუქია. დაავადება დასუსტდა შვება დადგა. 🥹 მადლობა ჩემს სხეულს, ჩემს გულს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით იყავით 🫂 ეს უბრალოდ დასასრული არაა… ეს ახალი ეტაპის დასაწყისია 🤍#სკლეროდერმა #მეომარიგოგო #fyp #foryou #global ♬ Blue Notes - MICHAEL YANIS