წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
აღდგომის დილას კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი დაიბადა საქართველოში. სასიხარულო ინფორმაციას ეკატერინე დავითაძე ავრცელებს.
„აღდგომის დილით ეს საოცარი გოგო მოევლინა სამყაროს. ოლივია-მარიამი პირველი უკრაინელია, რომელიც დევნილობაში, ბათუმში დაიბადა.
ოლივიას დედა, ლიუდმილა ობუხოვა საქართველოში მარტში ჩამოვიდა 11 წლის შვილთან, მიხაილთან ერთად, მამა ფრონტის ხაზზეა კიევში, სამშობლოს იცავს.
მადლობა ექიმ ვახო კალოიანს, რომელმაც ფეხმძიმე ლუიდმილას კონსულტაციები და მკურნალობა, ასევე მშობიარობა ფინანსურად უზრუნველყო. ქრისტე აღსდგა, დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას.“ - წერს სოციალურ ქსელში ეკატერინე დავითაძე.