წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი აფხაზეთის ომში 17 წლის წავიდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში"საქართველო - სამი ზღვის ინიციატივის" თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი წერს.
„1992 წელი. 17 წლის ილია ელოშვილი, ბატალიონ "ორბის" ყველაზე ახალგაზრდა წევრი. აფხაზეთის ომში ქვეყნის დასაცავად გამგზავრების წინ.
ჩემი გეპეის სტუდკავშირელი მეგობრების, "ორბელების" მხრიდან ყველაზე ნათლად ეს ამბავი მახსოვს - რომ აი ასეთი ახალგაზრდა კაცი წავიდა მათთან ერთად საომრად და ქვეყნის დასაცავად.
დიდი ტრაგედიაა, ღმერთმა გაანათლოს!“, - წერს კოკი იონათამიშვილი.
დღეს დილით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.